planeta.ge Posted February 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2022 რით შეიძლება აიხსნას დაუსრულებელი განცხადებები ამერიკის მხრიდან რომ რუსეთი ომს აპირებს – ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე რუსეთ-უკრაინას შორის შექმნილ ვითარებას განიხილავს.„რით შეიძლება აიხსნას დაუსრულებელი განცხადებები ამერიკის მხრიდან რომ რუსეთი ომს აპირებს.წესით იმით რომ თუკი (წესით არ უნდა მოხდეს, მაგრამ) რუსეთი ომს დაიწყებს მას ოდნავი შანსიც არ ჰქონდეს რომ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს. როცა მთელი მსოფლიო მომართულია და რუსულ აგრესიას ელოდება, მეორე მხარისათვის გადაბრალება მას გაუჭირდება.ხოლო თუკი რუსეთი ომს არ დაიწყებს, ასე გამოვა რომ მან უკან დაიხია. მოკლედ, წაუგებელი თამაშია.ცუდი ისაა რომ ამ სიტუაციაში უკრაინის ეკონომიკამ სერიოზული ზარალი ნახა და კრიზისი მალე თუ არ დასრულდა ალბათ კიდევ ნახავს.ზელენსკი კრიზისის დროს საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება. მაგრამ მთავარი ამოცანა მას წინ აქვს: როცა კრიზისი დასრულდება (და იმედი მაქვს, მშვიდობიანად) მან ხელი უნდა მოკიდოს იმ საქმეს რომელსაც ვერცერთმა მისმა წინამორბედმა ვერ მოაბა თავი. ეს სხვა არაფერია თუ არა კორუფციის დამარცხება და უკრაინის უზარმაზარი პოტენციალის გამოყენება. ეს ხომ რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა ევროპაში უდიდესი ტერიტორიით. მისი პოტენციალი რომ თავის დროზე აემუშავებინათ არც 2014 იქნებოდა და მითუმეტეს არც ახლანდელი კრიზისი.ცნობისათვის, უკრაინის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარის მიხედვით) საქართველოსას უტოლდება“ – წერს შარაშენიძე. The post „ზელენსკი კრიზისის დროს საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება, მაგრამ მთავარი ამოცანა წინ აქვს“ – თორნიკე შარაშენიძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts