Jump to content
Planeta.Ge

„ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა მთელი ეს რეორგანიზაცია, როგორც გადაცემის წამყვანის” – იმედა დარსალია


Recommended Posts

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან გადაცემა “ახალი კვირა” გაქრა. ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა ყოველგვარი განმარტების გარეშე, რეორგანიზაციის საბაბით  დახურა. “ახალი კვირის” უკვე ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირადად მის გამო გამოაცხადა რეორგანიზაცია, რასაც მისი გადაცემის დახურვა მოჰყვა.

“მენეჯმენტმა ერთადერთი მიზეზი თქვა, რომ გადაცემამ არსებულ ფორმატში თავი ამოწურა და საჭიროა ფორმატის ცვლილება, შესაბამისად, გადაცემიდან მომხსნეს მე, როგორც წამყვანი. არ უთქვამთ რა ფორმატზეა საუბარი, თვითონაც არ იცოდნენ იმ მომენტში, მე დიდი ეჭვი მაქვს, კი არა 100%-ით ვამბობ რომ ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა მთელი ეს რეორგანიზაცია, როგორც გადაცემის წამყვანის”, – ამბობს იმედა დარსალია „მთავარ არხთან“.

მისივე თქმით, რეპორტაჟის – “ალტ ინფოს სახიფათო იდეოლოგია” გასვლიდან ერთ თვეში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზუსტად ის გააკეთა, რასაც ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები იმუქრებოდნენ – “არხმა ის გააკეთა, რასაც ალტ ინფოს ლიდერები საჯაროდ იმუქრებოდნენ, რომ გაგვაქრობდნენ ამ პროფესიიდან”- ამბობს იმედა დარსალია.

The post „ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა მთელი ეს რეორგანიზაცია, როგორც გადაცემის წამყვანის” – იმედა დარსალია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...