Jump to content
Planeta.Ge

როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?! – გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს


Recommended Posts

როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?! – ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება და ძვირდება! – აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ მოსთხოვა.

ვაშაძე დაინტერესდა, რას აპირებს ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში ფასების დასტაბილურებისთვის. ამასთან, როგორც ვაშაძემ ლაშა ხუციშვილის მისამართით განაცხადა, მოქალაქეებს ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან აინტერესებს, “რა უბედურება სჭირს ლარს და რატომ ხდება ძალიან მოკლე ვადაში მისი სწრაფი გამყარება და შემდეგ გაუფასურება”.

“მაინტერესებს, ვინ ჩაგვიყო ჯიბეში ხელი და რატომ მოხდა, რომ ქართული ბიზნესი უმძიმესს დღეში ჩააგდეთ?! ელემენტარული დანაზოგი, რომელიც ხალხს ჰქონდა, ფაქტობრივად წაართვით და ლარის კურსის მანიპულაციით ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიაყენეთ. ახლა არ მითხრათ, ეს ეროვნული ბანკის საქმეაო! თქვენ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ხართ და თქვენგან საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ პასუხი კითხვაზე, თუ რა სჭირს ლარს და რატომ ხდება მოკლე ვადაში ლარის კურსის მანიპულაციური ცვლილება?!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ლაშა ხუციშვილის მისამართით.

ლაშა ხუციშვილს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

The post როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?! – გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...