planeta.ge Posted February 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2022 მამუკა მდინარაძემ რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში გასამართი შუალედური არჩევნების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე ენმ-ის კანდიდატია და ის ამ არჩევნებს მმართველი პარტიის კანდიდატს ვერ მოუგებს. ერთადერთი ინტრიგა კი ამ არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხია.„ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია. სხვანაირად წარმოუდგენელია. თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა „ბრინჯაოს გიორგით“ წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, რომ რამენაირად მეორე ტურში გადაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა საინტერესო გახდეს ეს ამბავი.თუ ამას ვერ გაბედავს, რადგან ძალიან გაშიშვლდა მათი პოლიტიკა, მაშინ კიდევ უფრო მარტივად იქნება ყველაფერი. ის 2-3%, რომელიც დარჩენილია გახარიას ანგარიშზე, შეიძლება იყოს ცოტა უხერხულობა ჩვენთვის, მაგრამ საუბარია 2-3%-ზე და არა 6-7%-ზე. ერთადერთი ინტრიგა რჩება – ის ამ ბრძოლაში შემოვა თუ არა; ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია შემოვარდება თუ არა ამ თამაშში. მეტი დანარჩენი ყველაფერი გადაწყვეტილია. ირაკლი შატაკიშვილს შეუძლებელია მოუგოს გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ენმ-ის კანდიდატმა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.The post ერთადერთი ინტრიგაა – შემოვა თუ არა ამ ბრძოლაში „ბრინჯაოს გიორგით“ წოდებული გახარია – მდინარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts