planeta.ge Posted February 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2022 ლონდონის პოლიციამ გამოძიება დაიწყო დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, ჩარლზის საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაეხმარა თუ არა ფონდის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ დონორს, არაბ მილიარდერ მაჰფუზ მარეი მუბარაკ ბინ მაჰფუზს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებაში.ლონდონის პოლიციის განმარტებით, საქმე აღძრულია სახელმწიფო ჯილდოების მიღებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების შესაძლო, ბოროტად გამოყენების გამო. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიების დაწყება გადაწყვიტა გასულ წელს გავრცელებული ცნობების შეფასების საფუძველზე.საუბარია ბრიტანული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობებზე, რომ პრინც ჩარლზის ყოფილი პირადი თანაშემწე და მისი საქველმოქმედო ფონდის დირექტორი მაიკლ ფოსეტი საუდის არაბეთის მოქალაქეს, ბიზნესმენ მაჰფუზ მარეი მუბარაკ ბინ მაჰფუზს დაეხმარა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებაში, შემდეგ კი, კონფიდენციალური წერილით დაჰპირდა მოქალაქეობის მიღებაში დახმარებასაც. მაჰფუზმა ორდენი 2016 წელს მიიღო, ხოლო ფოსეტის წერილი, ბრიტანული გამოცემების თანახმად, 2017 წელსაა დაწერილი. თავად ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია. მაიკლ ფოსეტმა საქველმოქმედო ფონდის დირექტორის თანამდებობა 2021 წლის დეკემბერში დატოვა, ფონდმა კი განაცხადა, რომ შიდა გამოძიება დაიწყო.ლონდონის პოლიციის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, საქველმოქმედო ფონდმა კომენტარზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს.დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრინცმა ჩარლზმა არაფერი იცის იმის შესახებ, ფონდის საქმიანობის დაფინანსების სანაცვლოდ ვინმეს სთავაზობდნენ თუ არა ორდენს, ან მოქალაქეობას. პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეა, თუმცა, მის ყოველდღიურ საქმიანობას არ ხელმძღვანელობს.წყაროThe post ლონდონში პრინც ჩარლზის ფონდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.