planeta.ge Posted February 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2022 კორონავირუსის მიმდინარეობის პერიოდში პაციენტების უმრავლესობას 3-5 დღის მანძილზე ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთის შემთხვევაში, ამან ხანგრძლივი ხასიათი მიიღო. ეს კი ე.წ ხანგრძლივი კოვიდის მანიშნებელია.„პრაიმ თაიმი“ ბევრისთვის არსებულ პრობლემაზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს მარინა ენდელაძეს ესაუბრა. მან პაციენტებს ურჩია, ასეთ შემთხვევაში ექიმს მიმართონ.„ინფიცირების დროს ტემპერატურა 1-5 დღეს გრძელდება, შემდგომ ნორმალიზდება. თუ ისევ გაგრძელდა, ეს არის გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომი, განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, მაინც საყურადღებოა. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან მან გადაწყვიტოს, ეს გახანგრძლივებული კოვიდია ნამდვილად, თუ სხვა რამე გართულება. კლინიკური კვლევაა საჭირო“, – განაცხადა ენდელაძემ.The post გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომი – როგორ მოვიქცეთ თუ ინფიცირების შემდეგ ტემპერატურა გახანგრძლივდა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts