Jump to content
Planeta.Ge

„სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ წარადგენს


Recommended Posts

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით რუსთავში არ იქნება წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმის მიუხედავად, რომ წარდგენას ვფიქრობდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე ძალიან კარგი ადამიანია და ღირსეული ქართველია, რომელსაც ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის.

„როგორ ჩავერთვებით პროცესში? – როგორც მინიმუმ კომისიის წევრებით, სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. საპარლამენტო არჩევნების დროს, „სტრატეგია აღმაშენებელს“ რუსთავში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვქონდა რუსთავში და რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან ჩვენ შევძელით და თვითმმართველობებში მოვახდინეთ მონოპოლიური ძალაუფლების რღვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საკრებულოებში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას და თუ რუსთავში მონოპოლიური ძალაუფლების რღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს.

„ნაცმოძრაობასთან“ ჩვენი ალიანსი გამორიცხულია, არავისთან ალიანსს არ ვაპირებთ. ეს არის კონკრეტული მაჟორიტარული ოლქი, კონკრეტული კანდიდატით. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება, როცა ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის დამოუკიდებელი პარტია და არ ვაპირებთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს და მათთან ერთად არც ერთ კამპანიაში მონაწილეობას. გიორგი ვაშაძეს ვერსად ვერ ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თუნდაც, შუალედურ არჩევნებში, საერთო კამპანიაში. ეს არის ჩვენი მიდგომა, რადგან ქვეყანას სჭირდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები“, – განაცხადა ვაშაძემ.

The post „სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ წარადგენს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...