Jump to content
Planeta.Ge

რა უშლის ყველაზე მეტად ხელს ქართველ ტალანტებს ევროპაში გადასვლაში?


Recommended Posts

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისა და “საბურთალოს” შემტევი ლუკა წულუკიძე ზაფხულში გერმანული “კარლსრუეს” რიგებში ჩაირიცხება.

წულუკიძე რომ ევროკავშირელი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილიყო, მისი ტრანსფერი უკვე დასრულებული იქნებოდა. სწორედ არაევროკავშირელის სტატუსი უშლის ხელს ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში გადასვლაში.

წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში, მათ შორის, ავსტრიაში, შეზღუდვები არაევროკავშირელების მიმართ არის დაწესებული. მაგალითად, როცა გურამ გიორბელიძეს სათამაშო დრო არ ჰქონდა, მეორე გუნდს ვერ ემატებოდა, რადგან გუნდს მხოლოდ 3 არაევროკავშირელის ყოლის უფლება აქვს.

გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” ტრანსფერი რამდენჯერმე დადგა საფრთხის წინაშე და შესაძლოა, მამარდა რეგულაციების გამო ესპანეთში ვერ გადასულიყო. იგივე პრობლემები ჰქონდა აბურჯანიას, რომელიც ჰოლანდიაში ვერ დარჩა.

ამ საკითხის მოგვარება სპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შეუძლიათ. კობიაშვილს და ყაველაშვილს, რომლებიც პარლამენტში სპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობენ, მათი პარლამენტში დაბარება და საქმის შესწავლა შეუძლიათ.

The post რა უშლის ყველაზე მეტად ხელს ქართველ ტალანტებს ევროპაში გადასვლაში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...