Jump to content
Planeta.Ge

საბა საზონოვი: “გამარჯობა ჩვენო ფანებო, დღეს ჩვენ ძმებთან ვთამაშობთ” (ვიდეო)


Recommended Posts

რამდენიმე დღის წინ თბილისის “დინამო” ამხანაგურ მატჩში მოსკოვის “დინამოს” გაეჯიბრა და 1-0 დაამარცხა. რუსეთში დედით ქართველი, მამით რუსი ფეხბურთელი, საბა საზონოვი თამაშობს, რომელმაც თამაშის დაწყებამდე გულშემატკივარს ქართულად მიმართა. მისი კომენტარი მოსკოვის “დინამოს” მატჩის მიმოხილვაში დღეს გამოჩნდა.

“გამარჯობა ჩვენო მაყურებელო და ფანებო. დღეს ჩვენ ვთამაშობთ “დინამო თბილისთან”, ჩვენ ძმებთან, რადგან დღეს შეიძლება მხოლოდ ერთმა გუნდმა მოიგოს, მხოლოდ “დინამო”.

საზონოვი 1.94-მ-ის, 20 წლის ცენტრალური მცველია. საბა საქართველოში ხშირად იმყოფებოდა და როგორც აცხადებს, საქართველოში უფროსების პატივისცემა და ოჯახური ტრადიციებისადმი სიყვარული ისწავლა. ფედერაციის აქტიურობის შემთხვევაში, მისი ჩვენ ნაკრებში ხილვა სრულიად შესაძლებელია.

The post საბა საზონოვი: “გამარჯობა ჩვენო ფანებო, დღეს ჩვენ ძმებთან ვთამაშობთ” (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...