planeta.ge Posted February 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2022 ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი:“აი, ასეთი, გვერდნახევრიანი, უშინაარსო, უსულო და გაუგებარი წერილი გაუგზავნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენს.აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ, დემოკრატიის სამიტზე, რომელიც ვირტუალურად ჩატარდა 2021-ის 9-10 დეკემბერს, მონაწილეობდა ყველა იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც თეთრმა სახლმა მიიჩნია დემოკრატიულად ან დემოკრატიის მინიმუმ, შემოვლით გზაზე მყოფად.სამიტის ფორმატი ითვალისწინებდა სახელმწიფოების მეთაურთა მიერ, საშუალოდ, 4 წუთიანი ვიდეო მიმართვების გავრცელებას, სადაც ისინი პირობას დებდნენ, რომ საკუთარ ქვეყნებში დემოკრატიას გააძლიერებდნენ კონკრეტული ნაბიჯებით და 2022 წელს, მომდევნო სამიტს, დადებული პირობების შესრულებით დაუბრუნდებოდნენ.ამავე ფორმატის მიხედვით, სახელმწიფოთა მეთაურები სამიტის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენს გაუგზავნიდნენ დადებული პირობების ნუსხას და უფრო მეტ კონკრეტიკას შესძენდნენ საკუთარ ვალდებულებებს დემოკრატიის წინაშე.101 მონაწილე ქვეყნიდან წერილობითი ფორმით საკუთარ ვალდებულებების ნუსხა ბაიდენს, 56-მა ქვეყანამ გაუგზავნა, მათგან 18-მა არასაჯაროდ.ქვემოთ ხედავთ 2 ფოტოს. პირველ ფოტოზე უკრაინის ლიდერის მიერ გაგზავნილი ვალდებულებების ნუსხაა, მეორეზე-პრეზიდენტ ზურაბიშვილის.პირველი 4 გვერდიანი, ამბიციური, დაწვრილებითი, თანმიმდევრული და რეალისტური დოკუმენტია, რომელშიც რუსეთის ფედერაცია არაერთხელ არის მოხსენიებული.საქართველოს პრეზიდენტი მიერ გაგზავნილი წერილი არის გვერდნახევარი, აბსტრაქტული, არარეალისტური, არათანმიმდევრული და რუსეთის ფედერაცია, როგორც ქართული დემოკრატიის უპირველესი საფრთხე, დოკუმენტში არ იკითხება. ადამიანის უფლებების ნაწილი საერთოდ სასაცილოა, სრულიად გაუგებარია საარჩევნო რეფორმის ნაწილი in light of the current state of play და სასამართლო რეფორმის ეპიზოდი, რითიც გადაწყვიტა წერილის დაწყება, ამ ქვეყნად არ არის.”The post “აი, ასეთი, გვერდნახევრიანი, უშინაარსო, უსულო და გაუგებარი წერილი გაუგზავნა ზურაბიშვილმა ბაიდენს” – დემნა დევდარიანი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts