planeta.ge Posted February 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2022 საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:“არ ვამბობთ უარს ნატოსკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ არ ვიცით, ეს გზა როდის და სად მიგვიყვანს”.ვოლოდიმერ ზელენსკი.,,არ ვიცი ეს გზა საითკენ მიდის, და მაინც ამ გზას უნდა გავუდგე”გალაკტიონ ტაბიძე.აშკარაა, რომ ზელენსკიმ გალაკტიონის პერიფრაზი გამოიყენა.მელაძის არ იყოს, ვინ უთარგმნა, რატომ უთარგმნა, ვინ ურჩია, რატომ ურჩია, ვინ მიაწოდა, რატომ მიაწოდა, როგორ მიაწოდა ვოლოდიმერ ზელენსკის ეს ციტატა?ღრმა ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ სააკაშვილმა.ისაა პოეზიის შემფასებელი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზეპირად იცის კლასიკა, თანაც ეს ლექსი არ შეიძლებოდა არ გახსენებოდა, როდესაც არაჟნით დატვირთულ ფურაში ჯდებოდა.არაა გამორიცხული, რომ ზელენსკიმ სააკაშვილის მიერ უკრაინის ჰიმნის შესრულების საპასუხო ჟესტი გააკეთოს და საქართველოს ჰიმნი იმღეროს, როიალის აკომპანიმენტით, რომელზეც, როგორც ცნობილია, ძალიან სპეციფიურად უკრავს.სხვათა შორის, ზოგიერთი ეზოთერიკოსის აზრით, სააკაშვილის ნამღერმა, ისევე როგორც გვარამიას გამომეტყველებამ ამ უნიკალური მოვლენის მიმდინარეობისას, დაარღვია დედამიწის ბიოენერგეტიკული ბალანსი, რასაც მიწისძვრა მოჰყვა.სხვადასხვა ძალის ცენტრებში მუშავდება ამ ნამღერის რიტმების ტექტონიკურ იარაღად გამოყენების საკითხი.ასევე ცნობილი გახდა, რომ საიქიოში შეიქმნა ახალი პლასტი, სადაც ქართველ ოპოზიციონერთა და მათთან კოჰაბიტირებულ პოზიციონერთა სულები საქართველოს ნატოში მიღებამდე იძულებით დატკბებიან სააკაშვილის სიმღერითა და ლექსების დეკლამაციებით, ისევე როგორც მისი მუდმივი გაშუქებით ქართულ მედიაში.ვიღაცას შეიძლება ეს სასჯელი სასტიკად მოეჩვენოს, მაგრამ არა მგონია დასჯილები მიხვდნენ, რომ მათ სჯიან, რადგან ესაა ერთადერთი სამყარო, რომელშიც მათ ცხოვრება უნდათ.”The post “აშკარაა, ზელენსკიმ გალაკტიონის პერიფრაზი გამოიყენა, ვინ ურჩია, რატომ ურჩია…” – სოსო მანჯავიძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.