planeta.ge Posted February 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2022 (edited) აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:“როგორც მოსალოდნელიც იყო, ბაიდენს ძალზედ მკაცრი მიმართვა ჰქონდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე, რომლის ძირითადი მესიჯებია:– არ დავთმობთ იმ პრინციპულ საკითხს, რომელიც ეხება ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი (იგულისხმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და ეს ჩვენც გვეხება);– არ დასტურდება რუსული სამხედრო ნაწილების გამოცხადებული გასვლა უკრაინის მისადგომებიდან;– პირიქით, მოსკოვს 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს იქ მობილიზებული. ამიტომ სრულიად შესაძლებელია შეჭრა;– შეჭრის შემთხვევაში მოკავშირეებთან ერთად მზად ვართ მკაცრი სანქციების შემოღებისთვის (ეს შეეხება “ჩრდილოეთის ნაკად 2”-საც);– უკრაინას ვეხმარებით იარაღით, სადაზვერვო ინფორმაციითა და წვრთნებით;– ვაძლიერებთ ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებას და შეჭრის შემთხვევაში კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს იქ ყოფნას;– ბოლომდე დავიცავთ ნატოს ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიას;– ეს არის ის ფასეულობები, რომელშიც ერთიანი ვართ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც.P.S. მშვენიერი გამოსვლა იყო.ყველაფერი ძალიან ნათლად, მოკლედ, მაგრამ მკაცრად კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა. God bless America!” ALIA.GE Edited February 16, 2022 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.