planeta.ge Posted February 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2022 კახეთში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც იეკვევა ცოლ-ქმარი 20 ათასი აშშ დოლარის გამო მოკლეს. "საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გ.წ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.წ.-სთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, ზემოაღნიშნული პირების მოკვლა გადაწყვიტა. 10 თებერვალს, საღამოს საათებში, გ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით ესროლა გ.ჯ.-ს და მის მეუღლეს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,"- აღნიშნულია განცხადებაში. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts