planeta.ge Posted February 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2022 შინაგან საქმეთა სმაინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა. სისტემის მხილება კიდევ ერთმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა. ვაჟა ფშაველას გამზირზე, ვაკე საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გვიან ღამით საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ტექნიკის მაღაზიის გაქურდვისთვის დაიბარეს, რომლებმაც ქართული არ იცოდნენ. პოლიციამ ადგილზე თარჯიმანი გამოიძახა. აღმოჩნდა, რომ მაღაზიის ტექნიკის გაქურდვის ბრალდებით დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ, გამომძიებლებს კი ეს ჩვენება არ მოეწონათ. თარჯიმანი , რომელიც პოლიციაში დაიბარეს, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ გამომძიებელმა, სახელად გიორგიმ, მას ჩვენების გაყალბება მოსთხოვა. "გამომძიებელს ქვია გიორგი, რომელიც მეუბნება, რომ მე დავწერ აღიარებით ჩვენებას. გაყალბებას ითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების გამო, მე ვუთხრაი რომ მე ამას ვერ გავაკეთებდი", - ამბობს შაბათის ეთერთან თარჯიმანი. თარჯიმნის მტიცებით, ამ ინციდენტის შემედეგ პროტესტის ნიშნად პოლიციის შენობა დატოვა, სწორედ ამ დროს საქმის გაყალბების თანამონაწილეობზე უარის გამო გაბრაზებულმა პოლიციის უფროსის მოადგილემ მასზე იზალადა და ქურთუკი შემოახია. თარჯიმანი ძალადობაში სამმართველოს უფროსის მოადგილეს, გურამ მიქაცაძეს ამხელს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობის გარე და შიდა პერიმეტრი კამერებით არის აღჭურვილი. თარჯიმნის წინააღმდეგ პოლიციის მაღალჩნოსნების ანგარიშსწორება ამ კამერების ობიექტივშიც თავისუფლად მოხვდებოდა, თუმცა არავინ დაინტერესებულა მასალა ამოეღო და გაეშიფრა,რადგან სისტემა სავარაუდო მოძალადე თანამშრომლებს როგორც წესი ხელს აფარებს. თარჯიმანი ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველები მის ოჯახს დაუკავშირნენ და უთხრეს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელია. ახალგაზრდა თარჯიმანი ამის გამო სახლიდან გამოაგდეს. პოლიციელების ნების წინააღმდეგ წასვლა თარჯიმანს სამსახურის დაკარგვის ფასადაც დაუჯდა. ხელმძღვანელებმა უთხრეს, რომ შეცდომა დაუშვა, რადგან გამომძიებლების ბრძანება არ შეასრულა. ახალგაზრდა მამაკაცი თარჯიმანთა ბიუროს თანამშრომელი იყო. წყარო tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts