Jump to content
Planeta.Ge

ლუკა წულუკიძემ ჰეთრიკი შეასრულა და მე-2 ბუნდესლიგაში მიდის


Recommended Posts

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების რიგებში გუშინ ლუკა წულუკიძემ ისრაელის ნაკრებს ჰეთრიკი შეუსრულა და მატჩი 3-2 მოვიგეთ.

წულუკიძე “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და გერმანულ “კალსრუეში” პრაქტიკებზე იყო ჩასული. გერმანელებს ჩვენებური მოეწონათ და სულ მალე მასთან კონტრაქტს გააფორმებენ.

წულუკიძე 18 წლისაა, პოზიციით ფორვარდი/შემტევი ნახევარმცველია. ძირითადად, “საბურთალოს” მე-2 გუნდში თამაშობს, ეროვნულ ლიგაში ერთხელ გამოვიდა.

სპორტულ კლუბებთან წარმომადგენლობას სააგენტო Bene Sport უწევს.

“კალსრუე” მე-2 ბუნდესლიგაში იმყოფება. 5 წლის განმავლობაში “კალსრუეში” ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა.

“საბურთალოს” ფოტო

The post ლუკა წულუკიძემ ჰეთრიკი შეასრულა და მე-2 ბუნდესლიგაში მიდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...