planeta.ge Posted February 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2022 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წელს დასრულდეს, თუკი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ვაქცინირებული იქნება. ”ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება წელს, რა თქმა უნდა, ერთი პირობით, თუ წლის შუა პერიოდში, ივნის-ივლისში, ვაქცინაციის დონე 70 პროცენტს მიაღწევს,“- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის დასრულება დამოკიდებულია მოქალაქეების არჩევანზე აიცრან. „თუ ეს მოხდება, მწვავე ფაზა ნამდვილად შეიძლება დასრულდეს და სწორედ ამას ველოდებით. ეს ჩვენს ხელშია. ეს არ არის შემთხვევითობის საკითხი, ეს არჩევანის საკითხია“, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts