Jump to content
Planeta.Ge

tia 12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის


Recommended Posts

1644601267_1644510014_1644422270_1644336653_1644254627_1643993018_1643647106_1643558155_1642175601_1642087249_1642004726_1642004794.png

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი

დროა დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება და აქტიური ვარჯიში. საინტერესო მოგზაურობა გელით ქალაქგარეთ. ქონებრივი დავა თქვენ სასიკეთოდ დასრულდება. კრეატიული იდეები და სულისკვეთება წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ. სამახურში შესრულებული სამუშაოს გამო კმაყოფილი დარჩებით.

 

კურო

 

მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. თქვენი მზრუნველი ბუნება დაფასდება და იმიჯს აიმაღლებთ. შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება. სამსახურში ყველა დავალებას თავს გაართმევთ. პროფესიული ვალდებულებების გამო სასიყვარულო ურთიერთობაში კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშობა, მაგრამ თქვენ მას ადვილად გაუმკლავდებით.

ტყუპები

 

კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობის მოსაგვარებლად. დროა დაიწყოთ თქვენი იდეების და გეგმების განხორციელება, რადგან თქვენ ყველა შეთავაზება წარმატებული აღმოჩნდება. ნუ იქნებით მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. მოსალოდნელია სასიამოვნო დროის გატარება შეყვარებულთან, ასე რომ, მოიწყვეთ რომანტიული საღამო.

კირჩხიბი

 

კარგი დროა შვებულების ასაღებად. ყველა დავალებას წარმატებით გაართმევთ თავს. მოსალოდნელია ოჯახში მცირე კონფლიქტი, მაგრამ თქვენი მოთმინების უნარი დაგეხმარებათ მის დაძლევაში. სამსახურში საინტერესო პროექტს შემოგთავაზებენ. პერსპექტიული დღეა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად.

 

ლომი

კარგი დღეა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. თქვენი შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება. დაემშვიდობეთ დეპრესიულ აზრებს, პოზიტივი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. მოსალოდნელია კარგი საქმიანი წინადადება მიიღოთ.

 

ქალწული

 

დღეს თავს ახალგაზრდულად და ენერგიულად იგრძნობთ. ქონების შეძენისთვის ხელსაყრელი პერიოდია. სირთულეები, რომელსაც აწყდებით სამსახურში, მალე მოგვარდება. შეყვარებულები, სავარაუდოდ, თავიანთ რომანს ახალ დონეზე აიყვანენ.

 

სასწორი

 

გამორიცხული არ არის, მეგობართან ერთად სამოგზაუროდ წახვიდეთ. სამსახურში პროცესები თქვენი მოლოდინის შესაბამისად განვითარდება. ახალი იდეა და მისი განხორციელების სურვილი პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. თქვენს წინ უამრავი ახალი შესაძლებლობაა.

 

მორიელი

 

ოჯახური საკითხები, რომლებიც კამათს იწვევს, მშვიდობიანი გზით მოგვარდება. შინაგანმა შიშმა და თავდაჯერებულობის ნაკლებობამ შესაძლოა, სამუშაოს შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. გონივრული ინვესტიციები სამომავლოდ კარგ შემოსავალს მოგიტანთ. თუ კარგი დროის გატარება გსურთ, აიღეთ შვებულება.

 

მშვილდოსანი

 

ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გასეირნება პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. შეძლებთ კარგად მართოთ ანგარიშები და შეინარჩუნოთ თქვენი ბიუჯეტი. სამსახურში წარმატებაა მოსალოდნელი, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი დამსახურება არ იქნება, ვარსკვლავები და იღბალი თქვენს მხარესაა. გელით სახალისო და შემეცნებითი მოგზაურობა.

 

თხის რქა

 

შთაბეჭდილების მოხდენის კარგი უნარი თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. მოსალოდნელია ფულად ტრანზაქციებიში მოტყუვდეთ. ახალი წამოწყება მოგებას მოგიტანთ. ვარსკვლავები გაძლევენ შანსს, შეყვარებულთან ერთად დრო გაატაროთ და ერთმანეთს დაუახლოვდეთ.

 

მერწყული

 

თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ცხოვრების წესის შეცვლა დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე. მოულოდნელი საჩუქარი განწყობას აგიმაღლებთ. სამსახურში თქვენი პროფესიული რეპუტაცია გაიზრდება.

 

თევზები

 

მოგზაურობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. სამსახურში თქვენი მუშაობის სტილი შექებას დაიმსახურებს. საკვებისა და სასმელების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენ ჯანმრთელობას, ამიტომ გამოიჩინეთ თვითკონტროლი. ფინანსური თვალსაზრისით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ვიდრე ხართ.

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...