planeta.ge Posted February 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2022 ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება: "დიდი ხანია, თქვენ გვერდს ვადევნებ თვალს და ყოველთვის მინდოდა, მომეწერა, თუმცა თავს ვიკავებდი...ახლა 14 წლის ვარ, თუმცა ეს ამბავი 8 წლის რომ ვიყავი, მაშინ დამემართა... ზაფხული იყო და უბანში ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი, აქამდე ბედნიერი ბავშვობა მქონდა და არ ვიცოდი ცუდი ხალხიც თუ არსებობდა. შუა თამაშში დედამ დამიძახა და სანამ ავიდოდი, სადარბაზოში უცხო მამაკაცი შევიდა. ისე მოხდა, რომ მე უკან შევედი და პირველ-მეორე სართულს შორის გამომიჭირა... მაშინ ვერ მივხვდი, რა იყო და გავჩერდი... მან სახელი მკითხა და რომელ სართულზე ავდიოდი, მეც ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი და ვუპასუხე, თუმცა მოვიდა და უკან უკანალზე ხელი მომარტყა და ხელში აყვანა დამიპირა, თუმცა ძალიან შემეშინდა და სახლში ავირბინე... დედამ კარი გააღო და დაინახა, რო გადათეთრებული ვიყავი, ყველაფერი გაიგო მაგრამ ის საზიზღარი ვერ გავიგეთ, ვინ იყო...მაშინ მახსოვს, ვარდისფერი კაბა მეცვა და ამის შემდეგ კაბები იმდენად შემძულდა, სურვილი არ მქონდა ჩაცმის... პლიუს ამას მამაკაცებს, როდესაც ვხედავ და ვხედავდი, ყოველთვის დაკვირვებული ვარ, რომ რამე არ ქნან... ეს ამბავი ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მწარედ მახსოვს...ასევე მეორე ისტორია დავწერ: 11 წლის... სკოლის პერიოდი იყო, მაშინ მე-6 კლასში ვიყავი. ბიძაჩემმა ტელეფონი მაჩუქა და რახან ყველა ჩემ კლასელს სოც. ქსელი ჰქონდა, "ფეისბუქი", მეც მომინდა და ამაზე დედამ უარი მითხრა, თუმცა ჩემი სიჯიუტის გამო მაინც შევქმენი ჩუმად. გავიდა 1-2 კვირა. მანამდე დედამაც გაიგო და მეჩხუბა, თუმცა უკვე შექმნილი მქონდა და აზრი არ ჰქონდა ჩხუბს... მოხდა ისე რომ, კლასელი დავამატე, მე მივწერე და შუა წერაში აღმოჩნდა სხვა იგივე სახელის და გვარის მქონე პიროვნება... მან შემომთავაზა მეგობრობა და დავთანხმდი. 1 საათის საუბრის შემდეგ მკითხა, ვიცოდი თუ არა ინტიმური თემის შესახებ. მე არ ვიცოდი და აქამდეც არ მქონია გაგონილი, მაგრამ მივხვდი, რო კარგი არაფერი იქნებოდა... მან ამიხსნა და მითხრა რო სექსუალური ხასიათის ფოტო ჩამეგდო... ამაზე უარი ვუთხარი და დედას ვუთხარი, მან რა თქმა უნდა მოაგვარა ყველაფერი.. ამ ორი სიტუაციას რომ შევხედოთ, პირადად მე ორივეზე მებრაზება და თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ, თუმცა ერთი ის მახარებს, რომ მშობლებმა გამიგეს და გვერდში დამიდგნენ..." tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts