Jump to content
Planeta.Ge

tia "პრაქტიკულად, ფუნქცია მაქვს დაკარგული" - ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა ცემეს


Recommended Posts

1644603652_273632856_902329820372209_3872235746775069117_n.jpg

პრაქტიკულად, ფუნქცია მაქვს დაკარგული, - ასე მიმართა მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპარატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელსაც 5 ივლისის მოვლენების დროს ძალადობრივმა ჯგუფებმა თვალები დაუზიანეს.

 

“ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ, რადგან ჩემს დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მეხსიერებაზე მაქვს პრობლემა, მავიწყდება რაღაცები. ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო. სათვალე მანამდე არასდროს მკეთებია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ.

 

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, ის ილიკო თვალიაშვილი აღარ ვარ, ვინც ვიყავი, რადგან ვერაფერს ვაკეთებ, მირჩევნია, სახლში მშვიდად, წყნარად ვიყო, რათა საკუთარ თავს გავუფრთხილდე. რაც შეეხება სამსახურს, პრაქტიკულად, ფუნქცია მაქვს დაკარგული, მაქსიმუმ შეიძლება, “ლაივჩართვა” გავაკეთო, კამერა შტატივზე დავდგა, ჩავრთო, გავთიშო.

 

ამდენი წელია მე ტელევიზიაში ვმუშაობ და არასდროს მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩემ გამო ციხეში ჩაჯდეს. თუმცა ერთს ვიტყვი, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ჩემზე და ჩემს კოლეგებზე იძალადა, უმორჩილესად გთხოვთ, რომ ყველა უმკაცრესად იყოს დასჯილი. იმიტომ არა, რომ მე პირადად მასთან პრობლემა მაქვს, არა, იმიტომ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს აღარასდროს.

 

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამდენი აქცია მაქვს გადაღებული, უარესი რაღაცები ხდებოდა, იქაც კი არ მომხდარა მსგავსი რამე, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ზეწოლა ყოფილიყო. ძალიან მწყდება გული, რომ აქ მიწევს ყოფნა და ამ თემაზე საუბარი. ვერასდროს წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვარ თუნდაც ემოციურად, თუნდაც ასე რომ გამოვდივარ", - განაცხადა ილია თვალიაშვილმა.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...