Jump to content
Planeta.Ge

tia ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს


Recommended Posts

1644607033_273904310_306006338228566_9085678216656786370_n.jpg

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

 

"იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ინტენსიური თანამშრომლობით და გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე, ( სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და 19-378’-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბ.მ. და თ.მ. დააკავა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს, №15 პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში თ.მ.-ის მიერ მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით, შპს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ამანათი შევიდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამანათის შემოწმება-დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ მასში განთავსებული სპორტული შარვალის ზონარი ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინით“ იყო გაჟღენთილი.

 

რაც შეეხება ბ.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ მან №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით, შპს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გააგზავნილ ამანათში განათავსა ქურთუკი, რომლის სარჩულშიც, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ გაჟღენთილი ორი მოთეთრო ფერის ჩაკერებული ქსოვილი აღმოაჩნეს.

 

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს და აცხადებს, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრად დაიცავს კანონს და განაგრძობს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულთან ბრძოლას", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...