planeta.ge Posted February 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2022 ტურისტი, რომელიც ქუთაისში ცემეს, რუსეთის მოქალაქეა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის მომხდარის შემდეგ კლინიკა "უნიქალმედში" გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, დაზარალებული რუსეთის მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც მათთან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. მამაკაცს გარეგნული დაზიანება არ აღენიშნებოდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, დამატებით კვლევებზე კი პაციენტმა უარი განაცხადა. ექიმის განცხადებით, როგორც მან კლინიკაში განაცხადა, უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts