planeta.ge Posted February 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2022 გარდაიცვალა მხატვარი გივი თოიძე. იგი 89 წლის იყო.გივი თოიძემ 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ამავე აკადემიის პროფესორი იყო. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ზამთარი“, სერია მოგზაურობის თემებზე – „მეთევზეები“, „ხევსურეთი“, „მთათუშეთი“, ქალაქური პეიზაჟები – „ძველი თბილისი“ და „ნარიყალა“.მხატვრის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორებიცაა: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი) და პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია). გივი თოიძის ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკისა და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.The post მხატვარი გივი თოიძე გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts