planeta.ge Posted February 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2022 გორის “დილა” ის გამორჩეული ქართული გუნდია, რომელსაც საინტერესო ლეგიონერების მოძებნა შეუძლია. “დილაში” ლეანდრო რიბეირო ძალიან მაგრად ათამაშდა და კლუბმა მის სანაცვლოდ საკმაოდ კარგი შემოსავალი მიიღო, იგივე შეიძლება ითქვას კამარაზე, რომელიც ახლა თბილისის “დინამომ” იყიდა.გორელები აქტიურობას კვლავ განაგრძობენ და დემჩენკო 25 წლის სენეგალელ ფორვარდ ჰონორე გომისს იმატებს. გომისს კარიერის დიდი ნაწილი თურქეთში აქვს გატარებული – თამაშობდა “ჰათაისფორში”, “მენემესპორსა” და “უმრანიესპორში”. Transfermartk-ზე 250 ათას ევროდ არის შეფასებული. ჰონორე ბატეფიმბი გომისისა და “ლესტერის” ნამპალის მენდის ბიძაშვილია.“დილას” თურქულ შეკრებაზე 23 წლის განელი მცველი კვადვო ამოაკო დაემატა. კვადვო 2020 წელს განის ნაკრებში იყო გამოძახებული და ქართული გუნდი მისთვის პირველი უცხოური გამოცდილება იქნება.მანამდე გორში ოფიციალურად 25 წლის ბრაზილიელი ალვარო ტავარეში მოვიდა. ტავარეში ბოლოს უკრაინულ “ლვოვში” ირჯებოდა და 71 მატჩში 8 გოლი და 7 საგოლე პასი გააკეთა.The post გორის “დილა” აფრიკელ ფეხბურთელებს იმატებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts