planeta.ge Posted February 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2022 ავსტრალიის მოქალაქეები კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლებიან, თუ ისინი „ბუსტერ“ დოზითაც აიცრებიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავსტრალიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. პირის ვაქცინაციის სტატუსი ჩაითვლება „ვადაგასულად“, თუ ისინი არ მიიღებენ „ბუსტერ“ დოზას მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა. ამასთან, ავსტრალიაში შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ მხოლოდ ორჯერადად აცრა იქნება საკმარისი. ცნობისათვის, სტატისტიკის თანახმად, ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 94%-ს აქვს მიღებული. დაახლოებით 10 მილიონი მოქალაქე კი „ბუსტერ“ დოზითაც არის აცრილი. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts