planeta.ge Posted February 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2022 ასტროლოგი რამაზ გიგაური:„უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებების შესახებბევრი ადამიანი მწერს, რომ უკრაინა-რუსეთის გარშემო პროგნოზი გავაკეთო.დავწერე დიდი ტექსტი და გარკვეული მოსაზრების გამო წავშალე. შევეცდები უფრო მოკლედ და „რბილად“ გადმოვცე ჩემი სათქმელი (ისედაც მსაყვედურობენ ხოლმე, ჩემი პროგნოზები სხვა ასტროლოგების პროგნოზებისგან განსხვავებით ნეგატიურია).***ყოველი წლის ბოლოს ვდებ ხოლმე მომდევნო წლის პროგნოზს და ყაზახეთში სისხლიანი დაპირისპირების დროს გავიზიარე ჩემი 2022 წლის პროგნოზის ის მონაკვეთი, რომელიც წლის დაძაბულ დასაწყისს და საერთოდ, 2022 წლის პირველ კვარტალს ეხებოდა.გავიმეორებ ამ ნაწყვეტს ჩემი 2022 წლის პროგნოზიდან (მთლიან პროგნოზს კომენტარებში დავდებ):„შედარებით რთულად განვითარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები და მოსალოდნელია ამის დასტური მსოფლიომ უკვე 2022 წლის დასაწყისშივე იგრძნოს, რომელიც დაუკავშირდება სერიოზულ მსოფლიო პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ ექსკალაციებს და საომარ განწყობებს. არ არის გამორიცხული წლის პირველივე კვარტალში (იანვრიდან – მარტის ჩათვლით) გარკვეულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება ან მოკლევადიანი, მაგრამ რეზონანსული სამხედრო ოპერაცია.მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრება დატვირთული იქნება „ხმაურიანი“ განცხადებებით, ასევე რისკის შემცველი და ავანტიურისტული გადაწყვეტილებებით, რომლებმაც მოსალოდნელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს გარკვეული საფრთხე შეუქმნას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მხრიდან იშვიათი არ იქნება მოულოდნელი შემოტრიალებები და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც მოსალოდნელია საკმაოდ მტკივნეულ პროცესებს დაუდოს საფუძველი“.***– დამატებით რა შეიძლება ითქვას?= რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის უბრალოდ, კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი. ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება რუსეთის ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებები.– დროის რა პერიოდში მოხდება ეს?= 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ 2026 წლის გაზაფხულამდე.– თუ ომი იქნება, ამდენ ხანს გაგრძელდება?= არა. უბრალოდ, ეს „დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისულ სიტუაციებს შექმნის. ამის პიკი იქნება 2024-25 წლები.მშვიდობა უკრაინას, საქართველოს და სრულად მსოფლიოს!“The post „რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის უბრალოდ, კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი“ – რამაზ გიგაური appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts