planeta.ge Posted February 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2022 ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:“ახლა მთავარია ნერვებმა არ უმტყუნოს უკრაინელებს და ბოლო წუთში არ “დაყარონ კარტები”. მინსკის ხელშეკრულების შესრულება და სეპარატისტების მხარედ აღიარება უკრაინას უმომავლო ტერიტორიად აქცევს.უკრაინის დანებება საქართველოსაც ყველა შანსს მოუსპობს.მთავარია ახსოვდეთ და სჯეროდეთ, რომ ეს დიდი ბლეფია.უკრაინა უნდა იქცეს რუსეთის სამარედ. კიევის რუსეთიდან დაიწყო რუსეთი და კიევშივე უნდა დასრულდეს.დასავლეთმა კი როგორც ჩანს ვერანაირი გაკვეთილი ვერ გამოიტანა ისტორიიდან.’ზურაბ გურული კომენტარებში წერს:“კი. ბლეფია; თან კომპლექსური.ბლეფია ის, რომ დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა ომის თავიდან ასაცილებლად.თუ მათ სჯერათ რომ სისხლისმღვრელი ომი დაიწყება ამ დღეებში, რუსეთის წინააღმდეგ უკვე ყველა ეკონომიკური ბერკეტი უნდა იყოს ამუშავებული. და არ არის იმიტომ, რომ არ არიან დარწმუნებული საბრძოლო მოქმედებების გარდაუვალობაში და არ უნდათ თავად გამხდნენ გამღიზიანებლები.ბლეფია იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, არაფრით შეიძლება შანტაჟისტის არცერთი მოთხოვნის შესრულება და მიუხედავად ამისა, უკრაინას “აწვებიან”, რომ მინსკის ხელშეკრულების პუნქტები შეასრულოს. ბლეფია ის, რომ რუსეთს აქვს რეალური ძალა იმისათვის, რომ უკრაინა, ან თუნდაც მისი რომელიმე დიდი რეგიონი დაიპყროს და აკონტროლოს. რუსეთმა უკვე მოაშიშვლა ყველა სხვა ფლანგი და მხოლოდ ბირთვული იარაღით ემუქრება მსოფლიოს. რუსი მილიარდერი ჰედონისტები კი არ დაუშვებენ მთელ მსოფლიოსთან დაპირისპირებას პუტინის ხუშტურების გამო; ეს კრემლის შიდა გადატრიალებას გამოიწვევს. ვოვა არის ბლეფი.და თუნდაც დაიწყოს დიდმასშტაბიანი აქტივობით, ეგეც ბლეფი იქნება, რადგან კარგად იცის, რომ რესურსები ძალიან ლიმიტირებული ექნება. ტოტალური უაზრობაა ეგ ომი ვოვასთვისაც და არ ჰგავს ეგ კაცი სუიციდალურს არანაირად.”The post “მთავარია უკრაინელებს ახსოვდეთ, რომ ეს დიდი ბლეფია…” – ზურაბ გურული appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts