planeta.ge Posted February 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2022 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:„ჩვენ, მგონი, ვერ ვიაზრებთ რა საშინელება დატრიალდება უკრაინაში ომით და არა მხოლოდ უკრაინაში, რაც აუცილებლად აირეკლება ჩვენზეც.ჩვენ, როგორც ხშირად გვჭირს, რეალობიდან ვართ ამოვარდნილები და ჩვენს გარშემო არსებულ რეალობასაც სხვის რეალითი შოუდ აღვიქვამთ.ისიც ბედის ირონიაა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთის ეკონომიკასა და ბაზარზე ზომაზე მეტად ვართ მიბმულები, რასაც ასევე თავის ზეგავლენა ექნება.არსად დათვლილა ჩვენი ქვეყნის რისკები რუსულ-უკრაინული ომის შემთხვევაში. არავინ გამოჩენილა, ვინც ამ რისკების შემცირებაში დაგვეხმარება.სამხედრო, ტერიტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური, ადამიანური – ყველა ეს ფაქტორი საფრთხის შემცველია ჩვენთვის.ჩვენს მოძმე ქვეყანას შესაძლოა თავს დაესხას სახელმწიფო, რომლის სამხედრო შესაძლებლობებს აშშ-ც და ევროპაც სიფრთხილით აფასებს.ომი ბოროტებაა. ეს ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის. ეს ყველამ იცის, მაგრამ არც არავინ ცდილობს საკმარისად ამ ბოროტების თავის არიდებას.ჩვენ გვჭირდება დიდი გონიერება, დანის პირზე გავლა, რომ ვიყოთ მოძმე ქვეყნის გულშემატკივარიც და ჩვენი სახელმწიფოს მეტი სიმშვიდის შემქმნელიც.არა ომს! არა ომის ბოროტებას!“The post „არსად დათვლილა ჩვენი ქვეყნის რისკები რუსულ-უკრაინული ომის შემთხვევაში… არავინ გამოჩენილა, ვინც ამ რისკების შემცირებაში დაგვეხმარება“ – არჩილ გამზარდია appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts