Jump to content
Planeta.Ge

tia TikTok-ზე სასიკვდილო თამაში ვრცელდება, რომელმაც 80-ზე მეტი არასრულწლოვანი იმსხვერპლა


Recommended Posts

1644391859_download.png

სოციალური ქსელ TikTok-ზე შეხვდებით გამოწვევას, რომელიც გულისხმობს სუნთქვის შეკავებას გონების დაკარგვამდე, გამოწვევა "ტიკტოკზე" blackout challenge-ის სახელით არის ცნობილი.

 

​გამოწვევა ახალი არ არის, თუმცა სოციალურ ქსელში მას დღემდე უამრავი მომხმარებელი მიმართავს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, blackout challenge-ს 80 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ინტერნეტმომხმარებლები სუნთქვას იკავებენ მანამ, ვიდრე უჟანგბადობის გამო გონებას არ დაკარგავენ. გასულ წელს ამ დავალების შესრულებისას ოთხი 12 წელს ქვემოთ ბავშვი გარდაიცვალა.

 

"ამ დროს ტვინს იგივე ემართება, რაც ხდება დახრჩობის, ან გულის შეტევის დროს. თუ ტვინს 3 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება ჟანგბადი, ის ზიანდება და შედეგად, შესაძლოა, სიკვდილი დადგეს", - ამბობს ექიმი ნიკ ფლინი.

 

CDC ასევე, ავრცელებს ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს მოზარდს, რომელმაც გამოწვევაში ჩართვა სცადა, მათ შორის არის ჩასისხლიანებული თვალები, უცნაური კვალი კისერზე, ძლიერი თავის ტკივილი...

 

"კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ მშობელს სასიკვდილო თამაშის შესახებ არაფერი გაუგია, ამიტომ, იმედი გვაქვს, მივაწვდით მათ ინფორმაციას, ისევე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და მასწავლებლებს, რომ ამოიცნონ გამაფრთხილებელი ნიშნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად ბავშვებმა, შესაძლოა, ვერ გაიაზრონ ასეთი მოქმედების საფრთხე," - აღნიშნავს პროფესორი რობინ ტობლინი.

 

 

 

წყარო: "რუსთავი 2"

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...