Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილი მოსამართლეს: მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ, ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს


Recommended Posts

მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა დახურეთ და გინდა მოხურეთ. ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, – ასე მიმართა მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს, რომელიც სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს იხილავს.

მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა, მოსამართლემ მას სასამართლოსა და ბრალდების მხარის შეურაცხყოფისთვის შენიშვნა მისცა.

„თუ გგონიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ნათქვამი ვინმემ გაიგო და მოისმინა, ძალიან ცდებით. ისე ნუ გააკეთებთ, რომ წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სხდომა დავხურო. ვინაიდან თქვენი გამოსვლა არის შეურაცხმყოფელი როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის, მე გაძლევთ შენიშვნას და თუ თქვენი მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დავხურავთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებთ საქმის განხილვას. შეურაცხყოფას აქ არავინ არ მოითმენს“, – განაცხადა მოსამართლემ.

„მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა დახურეთ და გინდა მოხურეთ. ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს“, – უპასუხა სააკაშვილმა.

The post სააკაშვილი მოსამართლეს: მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ, ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...