planeta.ge Posted February 9, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2022 თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომას მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესწრება. ის საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.უფლებადამცველების შეფასებით, საქმე პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითია. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროცესზე შესვლამდე აღნიშნა, ხარჯები, რომელსაც მესამე პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ედავებიან, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს არის გაწეული.ბასილაიას თქმით, ამ პერიოდში სდსს-ს ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა და სწორედ ამიტომ მოხდა დაცვის მხრიდან მისი დაბარება სასამართლო სხდომაზე.“ეს საქმე არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუში. ხარჯები, რაზეც მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ასამართლებენ, გაიწეოდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ანზორ ჩუბინიძე. ჩვენ ანზორ ჩუბინიძე გამოვიძახეთ მოწმედ, მას უწყება ჩაბარდა და იმედი გვაქვს, რომ დღეს სასამართლო პროცესზე გამოცხადდება. თუ ანზორ ჩუბინიძე გამოცხადდება სასამართლო პროცესზე, საზოგადოება დაინახავს, რომ 2013 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში რამდენიმე ასეული ათასი ლარის დოკუმენტალურად დადასტურებული მსგავსი ხარჯებია წარმოდგენილი”, – თქვა ბექა ბასილაიამ.The post ხარჯები, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ, გაწეულია ივანიშვილის პრემიერობის დროს – ბექა ბასილაია appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts