planeta.ge Posted February 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2022 2021 წლის ბოლოს ვწერდით, რომ “ვალენსია” იჯარით მე-4 მეკარე კრისტიან რივეროს არა ამერიკაში, არამედ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში უშვებდა და რივერო 2 კვირის წინ “ალკორკონში” წავიდა.გარდა ამისა, საუბარი გვქონდა ნიდერლანდელი იასპერ სილესენის ზაფხულში 10-12 მილიონად გაშვებაზე. როგორც ესპანური პრესა წერს, იმ ფონზე, რომ “ვალენსიას” ხარჯების შემცირება სურს, ხაუმე სათასო შეხვედრებისთვის სრულიად საკმარისია, მამარდაშვილს კი პირველი მეკარეობისთვის ამზადებენ – “ის მომავალია, მთავარი მომავალი” – წერს ესპანური AS.სილესენი ზაფხულში გასაყიდად დადგება და “ღამურები” მზად არიან ის თუნდაც 8 მილიონად გაყიდონ. არ აქვს მნიშვნელობა ბორდალასი კვლავ იქნება თუ კლუბის მთავარი მწვრთნელი, პრეზიდენტთან პეტერ ლიმთან მამარდაშვილის მომავალი გარკვეულია. მან პირადად დართო სპორტულ დირექტორიატს მასში 1 მილიონი გადაეხადა და ფინანსური პრობლემების ფონზე, საკითხების განხილვისას პირველი სწორედ მისი საკითხი გადაწყდა.მთავარია, მამარდამ ძველებურად ვარჯიში და შრომა გააგრძელოს…The post ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის – 1 გაუშვეს, სილესენი 10 მილიონად იყიდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts