Jump to content
Planeta.Ge

REZONANSI გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 33 ფაქტი


Recommended Posts

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგარეჯოს, ახმეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დაამზადეს ჯამში დაახლოებით 61 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს. სამართალ დამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მიმდებარე ტყეში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოპოვებული ცაცხვისა და წიფლის სახეობის ხე-მცენარეებისგან დაამზადა 14 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და მათი უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

 

REZONANSI

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...