planeta.ge Posted February 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2022 ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთში გაწევრიანების აუცილებლობაზე ისაუბრა. "ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას „ხუთი ნაბიჯი რუსეთში“. აუცილებელია წინაპირობების შექმნა, რათა სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეუერთდეს. ეს ჩემი აკვიატებული აზრი არ არის. ეს ჩვენი ერის სურვილია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან. ზოგიერთ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ დამოუკიდებლობაზე უფრო მნიშვნელოვანია ეთნოსის გაერთიანება, ხალხის, რომელსაც ერთიანი ტრადიციები, კულტურა და ენა გააჩნიათ“ - განაცხადა ბიბილოვმა. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან საკუთარი ნებით არ გამოსულა, ხოლო 1990-იან წლებში რესპუბლიკის მოსახლეობის 99,9%-მა საბჭოთა კავშირში დარჩენას რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.