planeta.ge Posted February 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2022 საბერძნეთმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აღუდგინა, რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საბერძნეთში გამგზავრებას, თუ ფლობენ ევროპულ ციფრულ სერტიფიკატს, ან აკმაყოფილებს ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს: - ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე; - ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში; - წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით; - წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის - სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts