planeta.ge Posted February 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2022 ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში დარჩენაში უდიდესი წვლილი, მაშინ ჯერ კიდევ თბილისის “დინამოდან” განათხოვრებულმა თორნიკე ახვლედიანმა შეიტანა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი შეაგდო და “მერანთან” საუკეთესო იყო.“ტორპედომ” 2 დღის წინ მოულოდნელად ბელარუსიდან 23 წლის მეკარე ავთო ლაბაძე დაიმატა, რომელ ტრანსფერსაც ქუთაისელი გულშემატკივარი სიხარულით ნაკლებად შეხვდა.“ტორპედოს” ფანებისთვის უცნობია, მაგრამ ორივე ფეხბურთელი რამდენიმე წელი საქართველოში ბავშვთა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა და ქუთაისელ ფანებს, როგორც ახვლედიანის, ისე ლაბაძის იმედი სრულებით შეუძლია ჰქონდეთ.ფაქტია, ახვლედიანმა კლუბი პრაქტიკულად ელიგიდან გავარდნას გადაარჩინა…მართალია, კვასხვაძე-ჰამზიჩთან კონკურენციის გაწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ ავთოს აქვს ყველა ის მონაცემი, რაც ძლიერ და პერსპექტიულ მეკარეს სჭირდება. თორნიკეზე საუბარი უკვე აღარც არის საჭირო.ამიტომ, ეროვნულ ლიგაში ქუთათურებს უძლიერესი გუნდი ეყოლებათ და გამარჯვებებში წვლილს ეს ბიჭებიც შეიტანენ.The post ის, რაც ქუთაისის “ტორპედოს” არცერთმა ფანმა არ იცის! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts