planeta.ge Posted February 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2022 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე, საქართველოში გრიპის ვირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, წელს ჭარბობს A ტიპის H3 ვირუსი და ასევე, ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური, ადენო და ენტერო ვირუსები. გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, პაციენტში ერთდროულად კოვიდ-19 და გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. „ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონია და კორონავირუსთან ერთად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამი. წელს, ძირითადად პრევალირებს A ტიპის H3 ვირუსი და დაფიქსრებულია A ტიპის H1 და გრიპის B ვირუსიც. შედარებით ნაკლებია რინოვირუსი, თავისთავად ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსი, ენტერო ვირუსი“,– განაცხადა დაავადებათა კონტროლის […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts