Jump to content
Planeta.Ge

REZONANSI დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე, საქართველოში გრიპის ვირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული


Recommended Posts

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე, საქართველოში გრიპის ვირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, წელს ჭარბობს A ტიპის H3 ვირუსი და ასევე, ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური, ადენო და ენტერო ვირუსები. გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, პაციენტში ერთდროულად კოვიდ-19 და გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. „ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონია და კორონავირუსთან ერთად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამი. წელს, ძირითადად პრევალირებს A ტიპის H3 ვირუსი და დაფიქსრებულია A ტიპის H1 და გრიპის B ვირუსიც. შედარებით ნაკლებია რინოვირუსი, თავისთავად ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსი, ენტერო ვირუსი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

REZONANSI

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...