planeta.ge Posted February 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2022 “მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, გთხოვთ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით. თქვენი განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული.” – ნათქვამია “თელასი”-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება.მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99).” – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სემეკმა დღეიდან დაიწყო “თელასი”-ს და “თელმიკო”-ს საქმიანობის შემოწმება, კონკრეტულად – თუ როგორ მოხდა აბონენტებისთვის მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურის დარიცხვა. ამის მიზეზი კი უკმაყოფილო მოსახლეობის განცხადებებია, რომლებიც აცხადებენ რომ ძალიან დიდი გადასახადები მოუვიდათ. The post სს „თელასი“ განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts