Jump to content
Planeta.Ge

როგორ დავიბრუნოთ კოვიდის გამო დაკარგული ყნოსვა – სპეციალისტები მარტივ და უსაფრთხო სავარჯიშოს გვთავაზობენ


Recommended Posts

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო ყნოსვა დაკარგეს, მკვლევარები მოუწოდებენ, სტეროიდების მიღების ნაცვლად “ყნოსვის ვარჯიში” ჩაიტარონ. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სხვადასხვა სურნელი უნდა შეიყნოსონ მანამ, ვიდრე ტვინი სუნების ცნობას ხელახლა არ შეძლებს.

საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფში ამბობენ, რომ ყნოსვის ვარჯიშები იაფი და მარტივია და განსხვავებით სტეროიდებისგან, გვერდითი მოვლენების რისკი არ არსებობს.

ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ინფექციის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. ბევრ შემთხვევაში, გემო და ყნოსვა გამოჯანმრთელებისთანავე ბრუნდება, თუმცა პაციენტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს შეგრძნებები კვირების და ხან თვეების განმავლობაშიც კი არ დაბრუნებულა.

ბრიტანელი პროფესორი კარლ ფილპოტი ამბობს, რომ ყნოსვის დასაბრუნებლად ექიმების მიერ დანიშნული მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით იშვიათ შემთხვევაში ამართლებს. ​სტეროიდების გვერდით მოვლენებს შორის კი არის სითხის შეკავება, მაღალი წნევა და ხასიათის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები.

ყნოსვის სრულიად უსაფრთხო ვარჯიშების დროს კი შეგიძლიათ, შეისუნთქოთ ოთხი სხვადასხვა სუნი, რომელიც თქვენთვის კარგად არის ნაცნობი – მაგალითად, ფორთოხალი, პიტნა, ნიორი ან ყავა დღეში ორჯერ, რამდენიმე თვის განმავლობაში. პროფესორი ფილპოტი ამბობს, რომ კვლევის შედეგად, 6 თვის განმავლობაში პაციენტების 90%-ს ყნოსვა სრულად აღუდგა.

The post როგორ დავიბრუნოთ კოვიდის გამო დაკარგული ყნოსვა – სპეციალისტები მარტივ და უსაფრთხო სავარჯიშოს გვთავაზობენ appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...