planeta.ge Posted February 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2022 ალერგოლო-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი დანიასა და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და მართვის სუნთქვაზე მყოფთა მონაცემებს საქართველოსას ადარებს და ამბობს, რომ სხვაობის მიზეზი ვაქცინაციის მაჩვენებელია. კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი მაღალი არ იქნება, პანდემია არ დასრულდება. “ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ანუ აქ პანდემია არ დასრულდება”, — წერს ის ფეისბუქგვერდზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული 1 226 924 ადამიანია, რაც ზრდასრული მოსახლეობის 42,7%-ს შეადგენს. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts