planeta.ge Posted February 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2022 მსახიობმა, გივი სიხარულიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ახლახანს გარდაცვლილი ქართველი პოეტის რეზო ამაშუკელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას იმსახურებდა. “ძალიან გულდაწყვეტილი ვარ რეზო ამაშუკელზე… ბოდიშს ვიხდი, თუ გინდა სულ შემიზიზღოს ხალმა, მაგრამ რეზო ამაშუკელს სამგლოვიარო პროცესიიდან დაწყებული, წმინდა მიწასთან მიბარებით დამთავრებული არასწორად მოიქცნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა მთაწმინდაზე დაკრძალვა, როგორც პოეტს, ის ნამდვილად უნდა დაეკრძალათ მთაწმინდის პანთეონში. მეც არ მომწონდა ბევრი რამე მის ხასიათში და რა თქმა უნდა, იმ ხალხს, რომლებიც მას აგინებს, მათ ვერაფერს ვეტყვი იმიტომ, რომ მან [ამაშუკელმა] თავისი აგრესიული დამოკიდებულებით ამ ხალხთან შექმნა საფუძველი, გინება რომ დაუწყეს. ეს ხალხის ბრალი არ არის, ისიც არ იქცეოდა სწორად. იმას ვამბობ, რომ როცა ღმერთმა ასეთ პოეტად მოგავლინა, ხალხის სიყვარულის შენარჩუნებაც უნდა შეძლო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. მივმართავ კულტურის სამინისტროს, მთავრობას და ყველას, როგორც არ უნდა დაეწერა მას, რომ არ სურდა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა, ეს არ უნდა ექნათ იმიტომ, რომ მისი პოეზია იმსახურებდა მთაწმინდის პანთეონს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოლო წლებში მისი ხალხისადმი დამოკიდებულება არ მომწონდა იმიტომ, რომ როცა ამხელა პოეტი ხარ ხალხის სიყვარულს უნდა გაუფრთხილდე,” - განაცხადა გივი სიხარულიძემ. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.