Jump to content
Planeta.Ge

აი, რა მოუვა ყველა იმ გუნდს, რომელიც ქალზე მოძალადეს დაიმატებს!


Recommended Posts

ეს ამბავი 1 თებერვლიდან მოყოლებული ბრიტანული პრესის მთავარი ამბავია.

შოტლანდიის ჩემპიონშიპის მე-4 ადგილოსანმა “რეით როვერსმა” გაუპატიურებაში ბრალდებული დევიდ გუდვილი დაიმატა.

გუდვილი ქალზე ძალადობაში 3-ჯერ –  2008, 2009 და 2010 წლებში დაადანაშაულეს. 2011 წელს ის მის თანაგუნდელ დევიდ რობერტსონთან ერთად გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა. 2016 წელს სამოქალაქო სასამართლოში გუდვილს 100 ათას ფუნტიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრეს.

გუდვილი აქამდე შოტლანდიის ნახევრად-პროფესიონალურ კლუბ “კლაიდში” თამაშობდა, სადაც 142 მატჩში 92 გოლი შეაგდო. “რეით-როვერსი” ჩემპიონშიპის კლუბია, სპონსორები ჰყავს, ქალთა გუნდი და დირექტორთა საბჭო.

ქალთა გუნდმა გუდვილის დამატებისთანავე მხარდამჭერების დახმარებით “რეითისგან” გამოყოფის პროცესი დაიწყო, წავიდა რამდენიმე სპონსორი, დირექტორთა საბჭო 2-მა წევრმა დატოვა, რომლებიც თავიდანვე წინააღმდეგი იყვნენ ფეხბურთელის დამატების.

შედეგად, “რეითმა” გუდვილი მომდევნო მატჩის განაცხადიდან ამოიღო და განაცხადა, რომ მის კონტრაქტს გადახედავენ. მოსალოდნელია, რომ დევიდს კონტრაქტს გაუწყვეტენ. ჯერჯერობით, პროცესი მიმდინარეობს.

საინტერესოა, რომ 32 წლის თავდამსხმელი 2007-08 წლებში უკვე ირჯებოდა “რეითი-როვერსში” და 21 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. წარმატებული სეზონების შემდეგ 2011 წელს “ბლექბერნმა” 2 მილიონად იყიდა, თუმცა პრემიერ ლიგური კარიერა არ გამოუვიდა.

რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი მეისონ გრინვუდი გაუპატიურებაში და მეგობარ გოგონაზე ძალადობაში დაადანაშაულეს. გრინვუდი დააკავეს და ახლა გირაოთი არის გათავისუფლებული. “იუნაიტედმა” მას თამაში აუკრძალა და თუ ბრალდება დაუდასტუდა, 10 წლიანი ციხე ელოდება.

 

The post აი, რა მოუვა ყველა იმ გუნდს, რომელიც ქალზე მოძალადეს დაიმატებს! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...