Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მამა ანდრია (1966-1993)

 

http://s48.radikal.ru/i121/0812/6a/47c50550e30b.jpg

 

საეკლესიო პირი. მამა ანდრია სულ რამდენიმე წლის მოქცეული იყო ქრისტეს სარწმუნოებაზე, როდესაც მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე.

 

პაატა ყურაშვილი დაიბადა 1966 წლის 3 აპრილს რვაშვილიან ოჯახში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სასწავლებელში. თან მუშაობდა რადიოქარხანაში. მეგობრობდა ბაღდათის ბიბლიოთეკის დირექტორთან ილია კარკაძესთან (მამა ილია), რომელიც შემდგომში პაატას ნათლია გახდა. წმინდა წერილის კითხვამ პაატა იმდენად გაიტაცა, რომ სულ მალე უარი თქვა ამქვეყნიურ ყოფაზე და თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნა.

 

1991 წელს, აღდგომის მარხვაში, იგი პირველად ეწვია წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის მონასტერს სხალთაში (აჭარა). მოგვიანებით იგი კვლავ მივიდა სხალთის მონასტერში და იქვე დარჩა. მალე ამ მონასტერის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი მამა დავითი (ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი), რომელიც შემდგომ პაატას სულიერი მამა გახდა. 1992 წლის 3 აპრილს, საკუთარ დაბადების დღეზე, პაატა ბერად აღკვეცეს და უწოდეს ანდრია. იმავე წლის აგვისტოში იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

 

მალე მეუფე დანიელმა მამა ანდრია სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანა და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, კომანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დანიშნა.

 

1993 წლის 5 ივლისს კომანი ჩაიკეტა. მტერმა სოფელი ალყაში მოაქცია. მამა ანდრიამ ყველას მოუწოდა, ქრისტიანული ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მათზე დაშვებული ეს ყველაზე მძიმე განსაცდელი. როდესაც მტერი კომანში შევიდა, მამა ანდრიას სიმშვიდე არ დაუკარგავს. დილის ხუთის ნახევარზე ეკლესია ალყაში მოაქციეს. მამა ანდრია ტაძრიდან გაიყვანეს. ის მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. მას კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ სახით დაცემულიყო, როგორც ეს ჩვეულბრივ ხდება, მამა ანდრია ზურგზე გადავარდა. ეკლესიაში მყოფმა მსახურებმა და მორჩილებმა გადმოასვენეს მამა ანდრიას ცხედარი. მოხდა საოცრება... ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი რჩებოდა. ჭრილობაზე სისხლი არ დედდებოდა და ისევ მოედინებოდა. ამ სასწაულმა აფხაზებიც კი გააოგნა. ბევრი მათგანი შენდობასაც კი ითხოვდა.

 

მამა ანდრია 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს.

 

მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი "სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის".

 

http://s61.radikal.ru/i174/0812/71/0334fdfb2fd6.jpg

 

http://s61.radikal.ru/i172/0812/f0/59fa05cebb10.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...