planeta.ge Posted February 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2022 ნათია ფანჯიკიძე ყოფილ ტელეწამყვან ხატია სიჭინავაზე დაწერილ პოსტს ეხმაურება და წერს:“წინა პოსტის კომენტარები ბოლომდე არ წამიკითხავს და ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრმა აღიქვა, როგორც არასერიოზული პოსტი. ახლა წავიკითხავ და თუ ძალიან ბევრმა აღიქვა ეგრე, წავშლი პოსტს. ვწუხვარ, რომ ვმუშაობდი და ვერ მივადევნე თვალი, როგორი იქნებოდა რეაქციები. საერთოდ არ ვხუმრობ. სრული სერიოზულობით ვფიქრობ, რომ ვისაც ენერგია აქვს, ვისაც ბრძოლა შეუძლია და ვის აზრსაც გაითვალისწინებენ, ის უნდა იყოს მოძრაობის ლიდერი. ეს არის სამართლიანი. ფაქტია, ოპოზიციამ შეგვაღონა ემოციებით და სულ მათზე იქით ფიქრის ვალდებულებით. გვჭირდება ახალი ლიდერი, ქმედითი. სწორედაც რომ ძალების გაერთიანებაა საჭირო”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.“რა მაგის პასუხია და ფრენდის კედელზედ დაიბადა ეს იდეა და მომეწონა, რაღა დაგიმალოთ – ხატია სიჭინავას რომ ვთხოვოთ, დოლარი რომ ცოტა გაიაფდა, ყველაფრის ფასიც მის პროპორციულად მაინც გაიაფდეს, ხომ იქნება პრაგმატული? ლიდერი უნდა იყოს ის, ვისი ხმაც შეისმინება. ახლა მე უნდა ვიმუშაო, აღარ მცალია, ხოდა იფიქრეთ ამ საკითხზე, მივმართოთ ხატიას, გახდეს ჩვენი წინამძღოლი, თუ გირჩევნიათ დაითმინოთ სიდუხჭირე?”, – დაწერა მანამდე ფანჯიკიძემ.The post “ხატია სიჭინავას რომ ვთხოვოთ, დოლარი რომ ცოტა გაიაფდა, ყველაფრის ფასიც მის პროპორციულად მაინც გაიაფდეს, ხომ იქნება პრაგმატული?-ნათია ფანჯიკიძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts