მდა Posted May 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2009 ასურელი მამები (VI საუკუნე) http://s39.radikal.ru/i086/0812/99/1c561aa8632c.jpg საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში შემოვიდა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. აღმოსავლეთ საქართველოში ასურელმა მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს. ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან: დავით გარეჯელი, იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე. ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, კერძოდ, სირიასთან, ტრადიციულ კულტურულ-რელიგიური ურთიერთობის გამოხატულება იყო. მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა (ასურელ მამათა ცხოვრებანი). ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts