planeta.ge Posted February 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2022 დღე მეორე - ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ვერ ამბობენ, რატომ არღვევს იზოლაციისა და კარანტინის წესებს ინფიცირებული პრემიერი. მეორე დღეა მთავრობის ადმინისტრაცია არ ამბობს, სად არის ის თეთრი კაბინეტი გერბით და თეთრი სავარძელი საიდანაც ინფიცირებული ღარიბაშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდა. "პერსონალურ ინფორმაციებს არ გავცემთ"- უთხრა "პირველებს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. "პირველების" ინფორმაციით პრემიერი COVID 19-ის დადასტურების მიუხედავად ისევ კაბინეტშია და სამსახურში ინფიცირებული დადის. ეს ყველაფერი არ არის, ირკვევა, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი, რომელიც მოქალაქეებს ბუსტერ დოზის გამოყენებას სთხოვს, თავად მესამედ აცრილი არ არის. "პირადი ინფორმაცია სატელევიზიო გარჩევას არ ექვემდებარება" - უპასუხა აზარაშვილის საკითხზე დასმულ კითხვას ჯანდაცვის მინისტროს მოადგილე თამარ გაბუნიამ. წყარო tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts