Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

კოლხი მედეა

 

http://i039.radikal.ru/0901/e9/612f21d92fa6.jpg

 

მედეა - მითოლოგიური პერსონაჟი, კოლხას მეფის - აიეტის უმცროსი ქალიშვილი, ჰელიოსის, მზის ღმერთის, შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმია, რომელსაც შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იაზონი და დაეხმარა მას "ოქროს საწმისის" გატაცებაში. საბერძნეთისკენ "არგოთი" მიმავალთ, მედეას ძმა, აფსირტე დაედევნა, რომელიც არგონავტებმა მოკლეს და შემდეგ, სახიფათო მოგზაურობის მიუხედავად, მშვიდობით ჩავიდნენ საბერძნეთში. მედეასა და იაზონს ორი ვაჟი: მერმეროსი და პერესტოსი ეყოლათ, თუმცა იაზონის ბიძამ, პელიასმა პირობა არ შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ იაზონმა "ოქროს საწმისი" მიუტანა, ტახტი არ დაუთმო. მედეამ ტახტის მიმტაცებელი მის ასულებს დააკეპინა. ხალხმა ამის გამო იაზონი და მედეა განდევნა. ისინი კორინთოში ჩავიდნენ, სადაც იაზონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის, კრეონის ასულის მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იაზონზე და მისი საცოლე "სიკვდილს შეჰყარა". ამით განრისხებულმა კორინთოელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, დამწუხრებული მედეა სამშობლოში დაბრუნდა.

 

მითის დასრულების განსხვავებულ ვარიანტს გვთავაზობს ევრიპიდე (ძვ. წ. V ს.) "მედეაში" - ღალატის შემდეგ მედეა ხოცავს თავის შვილებს, რათა საბოლოოდ გული მოუკლას ქმარს. ჰელიოსის მიერ გამოგზავნილი ეტლით მიფრინავს ათენში, სადაც მოხუცი ეგეოსი შეირთავს. ეგეოსის შვილის, თეზევსის ჩამოსვლისთანავე წყდება ეს ქორწინება. თეზევსის მოწამვლის ამაო ცდის შემდეგ, მედეა გარბის და თან მიჰყავს ეგეოსთან შეძენილი შვილი - გმირი მედოსი, რომელიც იმორჩილებს მცირე აზიის ბარბაროს ტომებს და აარსებს მიდიას. ბოლოს მედოსი ინდებთან ბრძოლაში იღუპება. მედეა კოლხეთში ბრუნდება, ურიგდება მამამისს და ეხმარება მას ძველი დიდების აღდგენაში.

 

მედეას წინარეანტიკურ და ანტიკურ სამყაროში ქალღმერთად თვლიდნენ. მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის განვითარებას. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილებს აცოცხლებდა, ხოლო მოხუცებს სიჭაბუკეს უბრუნებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...