Jump to content
Planeta.Ge

მსაჯი აფრიკის თასიდან: “მატჩის ნაადრევად დასრულება ღმერთმა მთხოვა”


Recommended Posts

მსაჯმა ჯანი სიკაზვემ განმარტა, თუ რატომ დაასრულა აფრიკის ერთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ტუნისისა და მალის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა (0:1) ვადაზე ადრე.

“ძალიან ცხელოდა, ტენიანობა 80 პროცენტს აჭარბებდა. მატჩამდე გავხურდით, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. რამდენი წყალიც არ უნდა დამელია, წყურვილი მკლავდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ორიენტაციას ვკარგავდი.

თანაშემწეების მითითებები აღარ მესმოდა. ისინი ხედავდნენ, რომ საქმე ცუდად იყო და ყურასასმენის საშუალებით ჩემთან დაკავშირებასა და დახმარებას ცდილობდნენ. მე მათი არ მესმოდა და არ მახსოვს, რას მეუბნებოდნენ. ჩემს სამყაროში ვიყავი, მათგან მოწყვეტილი.

მზის დარტყმა მივიღე, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი ბევრად უარესად ყოფილიყო. საავადმყოფოში მითხრეს, რომ შეიძლებოდა კომაში ნებისმიერ მომენტში ჩავვარდნილიყავი. იმ დღეს კინაღამ კუბოში აღმოვჩნდი. ეს ყველაფერი ძალიან სახიფათო იყო. ალბათ, ღმერთმა მითხრა, რომ მატჩი ნაადრევად დამესრულებინა. მან მე გადამარჩინა”, – ციტირებს სიკაზვეს სიტყვებს ფრანგული “ლეკიპი”.

შეგახსენებთ, რომ ზამბიელმა არბიტრმა საფინალო სასტვენი დადგენილზე ხუთი წუთით ადრე ჩასტვინა, შემდეგ თამაში განაახლა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეხვედრა მაინც დაასრულა.

The post მსაჯი აფრიკის თასიდან: “მატჩის ნაადრევად დასრულება ღმერთმა მთხოვა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...