Jump to content
Planeta.Ge

დავით ვოლკოვს ირანის უძლიერესი გუნდი ეპატიჟება


Recommended Posts

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აზერბაიჯანული “ზირას” 26 წლის თავდამსხმელით ირანული “პერსეპოლისი” ინტერესდება.

ვოლკოვს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, აზერბაიჯანული ლიგის ბომბარდირია და ნაკრებში ძალიან წარმატებული სადებიუტო მატჩები ჰქონდა.

“პერსეპოლისი” ირანული ფეხბურთის ფლაგმანია, ამ სეზონში კი 35 ქულით “ეშტეგალთან” ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ვოლკოვს თავის გამოჩენის შანსი აზიის ჩემპიონთა თასზეც ექნება.

საინტერესოა, რომ გუნდში ყველა ირანელი ფეხბურთელი თამაშობს და ლეგიონერი არ ჰყავს.

Transfermartk-ზე დავითი 700 ათას ევროდ არის შეფასებული.

The post დავით ვოლკოვს ირანის უძლიერესი გუნდი ეპატიჟება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...