Jump to content
Planeta.Ge

REZONANSI თამარ გაბუნია – 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა, გვაქვს წინასწარი მოლაპარაკება მწარმოებლებთან


Recommended Posts

2022 წლის გეგმით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა და მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, ბავშვთა ასაკისთვის განკუთვნილი ვაქცინებიცაა გათვალისწინებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „12 წლის ზემოთ ისედაც მიმდინარეობს. 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა. ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკება მწარმოებლებთან. წამახალისებელი ღონისძიებები კვლავაც მიმართული იქნება მაღალი ასაკის მოსახლეობისკენ. მუშაობს წამახალისებელი ღონისძიებები, როგორც ბუსტერდოზის, ასევე პირველი აცრების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ეს კომპონენტი გრძელდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

REZONANSI

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...